LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია ვიზე რა გაჭრის: იაგო ხვიჩია

81
იაგოი

თუ ”ქართული ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემას ნულოვანი ბარიერით დაეთანხმება, ის ნებისმიერი ფორმით ეცდება დანარჩენი ოპოზიციის დარწმუნებას, რომ შევიდნენ პარლამენტში. ამის შესახებ, პარტია ”გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი შეკითხვა აქვთ, ამიტომ ”ქართულ ოცნებასთან” შეხვედრებს გააგრძელებენ.

”გვითხრას ”ქართულმა ოცნებამ”, გუშინ რაც ილაპარაკა მდინარაძემ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მზად არის  დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუ ოპოზიცია დათანხმება. თუ  ამას გააკეთებს, აი, ახლოს არის პარლამენტი, ჩავდივარ და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ, მარტო ნუ დამტოვებენ იმ დარბაზში. მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია ვიზე რა გაჭრის”. – განაცხადა, ხვიჩიამ.

”ქართული ოცნება” შეეშვას კლოუნადას, კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია: თარხნიშვილი მდინარაძეს ეხმაურება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g