LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან

48

მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადს აღარ გადაიხდიან. მთავრობა უკვე მუშაობს საგადასახადო სისტემაში ესტონური მოდელის დანერგვაზე.

როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობამ საგადასახადო ლიბერალიზაციაზე მუშაობა დაიწყო და განიხილავს ესტონური მოდელის დანერგვის საკითხს.

“ჩვენ აქტიურად ვიხილავთ საგადასახადი სისტემის ესტონური მოდელის ელემენტების დამკვიდრების შესაძლებლობას საქართველოში. კერძოდ, მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ და მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში. მოგება, რომელიც შეიქმნება კომპანიებში, ეკონომიკაში, დაიბეგრება მხოლოდ და მხოლოდ განაწილების დივიდენდად გაცემის შემთხვევაში, ხოლო თუ მოხდება მოგების რეინვესტირება, კომპანიები არ გადაიხდიან მოგების გადასახადს. ეს ხელს შეუწყობს საინვესტიციო რესურსისა და ადგილზე არსებული პოტენციალის მობილიზებას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, შესაბამის კანონპროექტს მთავრობა უახლოეს მომავალში განიხილავს.

“ვფიქრობ, რომ მალე შესაძლებელი იქნება უკვე მზა კანონპროექტი განვიხილოთ მთავრობის სხდომაზე და შემდეგ გადავგზავნოთ პარლამენტში. კონსულტაციები ამ მიმართულებით საპარლამენტო გუნდთანაც მიმდინარეობს,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საკითხს მხარს საპარლამენტო ოპოზიციაც დაუჭერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g