რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, Turkish Airlines (THY) საბორტო კვებას აბრუნებს. როგორც თურქული ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ბილალ ეკშმა Twitter-ის მიკრობლოგში დაწერა, 18 ივნისიდან საბორტო კვება ხელმისაწვდომია Turkish Airlines-ის ყველა საერთაშორისო რეისებზე. ინფორმაციას “ავიანიუსი” ავრცელებს.
„მოგენატრათ თვითმფრინავში კვება? მსოფლიოში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, საერთაშორისო ფრენებზე მოთხოვნით და რაც მთავარია, თქვენი თხოვნით, ბორტზე კვებას ვაბრუნებთ”, – აცხადებს Turkish Airlines-ის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, COVID-პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებით, 4 საათზე ნაკლები დროის რეისებზე საბორტო კვება დაშვებული აღარ იყო.