LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგოში“ დიდი სიახლეები იწყება – ესტუმრე რუსთავის ავტობაზრობას 15 ნოემბერს და მიიღე შანსი, მოიგო 1000 ლარი

733
მოგო

სალიზინგო კომპანია „მოგო“ მიმდინარე წელს გრანდიოზული კამპანიით ხურავს. კამპანიისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ ზუკა გაფრინდაშვილმა, სალიზინგო კომპანიის „მოგო“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაწვრილებით ისაუბრა. ზუკას თქმით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში სარგებელს ის პირებიც კი ნახავენ, რომლებსაც ამ ეტაპზე, შესაძლოა, ლიზინგის საჭიროება საერთოდ არ ჰქონდეთ:

– ავტოინდუსტრია წლიდან-წლამდე იზრდება, იცვლება კიდეც, შესაბამისად, ვცდილობთ, ამ ტემპს არ ჩამოვრჩეთ და მომხმარებლის ყველანაირი ინტერესი დავაკმაყოფილოთ, რაც სატრანსპორტო საშუალების ლიზინგს ეხება. „მოგო“ ქართულ ბაზარზე 11 წლის წინ შემოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოსაზღვრე სფერო და სივრცე იყო, რისი ათვისებაც ფინანსური და ოპერაციული თვალსაზრისით შეგვეძლო, ბოლომდე ლიზინგის ერთგულები დავრჩით და მიგვაჩნია, რომ ავტომობილთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებში ექსპერტებად ჩამოვყალიბდით.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გავამრავალფეროვნეთ ჩვენი პროდუქტების ჩამონათვალი და დავამატეთ სკუტერ ლიზინგი და გადამზიდი მანქანების ლიზინგი. თავიდან ცოტა შიშით ვუყურებდით ახალ კლიენტებს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ მონაცემებს რომ დავაკვირდით, აღმოჩნდა, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელები სწორედ სკუტერისა და გადამზიდი ავტომობილების მსურველი ადამიანები იყვნენ, შესაბამისად, გავზარდეთ ლიმიტები, სალიზინგო პერიოდი და ასაკის ქვედა ზღვარი 18 წლამდე ჩამოვწიეთ.

გარდა ამისა, იმისთვის, რომ ბაზრის ტრენდებს ავყოლოდით, შევიმუშავეთ ე.წ. რეგრესული საფასო პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ რაც უფრო კარგი საკრედიტო ისტორია აქვს მომხმარებელს და რაც უფრო დიდი თანხის გატანა უნდა ავტომობილის შესაძენად, უფრო უკეთეს პირობებს ვთავაზობთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ორი გრანდიოზული ამბავი გვექნება. იმისათვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის მეტი კომფორტი შეგვექმნა, განვაახლეთ ჩვენი ოფისები ყველგან, სადაც ვართ წარმოდგენილები. მათ შორის რუსთავის ავტობაზრობის ლოკაცია ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია და რაც მთავარია, ის იყო „მოგოს“ პირველი ფილიალი. სწორედ ამიტომ, 15 ნოემბერს, რუსთავის ავტობაზრობაზე გვექნება ამ განახლებული ფილიალის გახსნა, სადაც ვეპატიჟებით ყველას, ვისაც სურვილი აქვს იზეიმოს „მოგოს“ წინსვლა ჩვენთან ერთად.

გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წლიდან აქტიურად დავიწყეთ ფიქრი იმ აუდიტორიაზე, რომელსაც შეიძლება ლიზინგის საჭიროება არ ჰქონდეს, მაგრამ თვალს მაინც გვადევნებდეს სოციალურ ქსელებში, ვიწყებთ კამპანიას „აიღე მოგო“. ამ კამპანიის ფარგლებში, რუსთავში, 15 ნოემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ჩვენი ოფისის წინ იქნებიან „მოგოს“ წარმომადგენლები ქეისით, რომელშიც 1000 ლარი დევს. ქეისი არის ჩაკეტილი და გასაღები მოთავსებულია იქვე დოლურაში, სხვა 29 გასაღებთან ერთად. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მობრძანდება და ისურვებს, რომ გამოცადოს საკუთარი იღბალი, ამოიღებს 1 გასაღებს დოლურადან და ქეისის გახსნას ეცდება. რამდენი ადამიანიც გახსნის ქეისს, ავტომატურად გადავა ფინალურ ტურში, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება. აქვე აღვნიშნავ, რომ რამდენი ადამიანიც გადავა ფინალში, დოლურაში სწორედ იმდენი გასაღები მოთავსდება. ფინალური ტურის მონაწილეები კვლავ სწორი გასაღების პოვნას შეეცდებიან და სწორედ საბოლოო გამარჯვებული მიიღებს 1000 ლარს.

15 ნოემბრის შემდეგ კი, ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება სპეციალური ფანჯარა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეეძლებათ ხმა მისცენ კონკურსში „შემდეგი ქალაქი“. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი გვიკარნახებს შემდეგ ლოკაციას, სადაც მოგომობილი ჩავა და ადგილობრივებს მისცემს 1000 ლარის მოგების შანსს. ეს კამპანია 27 დეკემბერს დედაქალაქში დასრულდება. წინასწარ არ ვამბობთ, რა გათამაშდება დასკვნით ღონისძიებაზე. ასე რომ, ყველას მოვუწოდებთ, გამოიწერონ ჩვენი გვერდები სოციალურ ქსლებში, რადგან ყველაზე აქტიურად სწორედ აღნიშნულ პლატფორმებზე ვაახლებთ ინფორმაციას ჩვენ შესახებ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g