„ეს არის კონსტიტუციის დარღვევა,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, განაცხადა.
ბოკუჩავამ საკრებულოს თავმჯდომარე უკანონო ბრძანების გაცემაში დაადანაშაულა. „მოგვცეს დოკუმენტი, რომლითაც ეს უკანონო ბრძანება გაიცა,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია ამ დრომდე ხმაურიანად მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები საკრებულოს შენობაში შესვლას ითხოვენ, თუმცა საპატრულო პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის კოტე იოსელიანი.