LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოგვენატრები და სამუდამოდ ლეგენდად დარჩები, მშვიდად განისვენე“ – ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

228
ფორტუნა (33)

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„მოგვენატრები და სამუდამოდ ლეგენდად დარჩები, მშვიდად განისვენე“. – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

იგი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გერმანელი ფეხბურთელი იყო ქვეყნის ისტორიაში. 1974 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

1990 წელს კი უკვე მწვრთნელის რანგში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა.

ფრანც ბეკენბაუერის კოლექციაშია სამი ჩემპიონთა თასი და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი (1972).

1972 და 1976 წლებში გაიმარჯვა „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვაში და მოიპოვა ოქროს ბურთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები