ზღაპრები, რომანტიკა, ეპიკური ბრძოლები, წვეულებები სწორედ ასეთი მუხტი მოაქვს ციხესიმაგრეებს თავისი ისტორიითა და შესახედაობით. ვისაც ასეთი გარემო ხიბლავს “ბონ ვოიაჟი” ევროპის საუკეთესო და მისტიკური ციხესიმაგრეების შესახებ გიამბობთ.
ამ მხრივ გერმანია ფავორიტია ,რადგან ის 20000 მდე ციხესიმაგრეს ითვლის,თუმცა ამ სიაში სხვა ქვეყნებიც მოხვდა.
გერმანია – ნიუშვაინშტაინის ციხე
ეს ციხე თითქოს ძველი ზღაპრის კადრს მოგაგონებთ. იგი ცნობილია როგორც “დისნეის ციხე” და სინამდვილეში იყო კონკიას ციხის ერთ-ერთი შთაგონება ფლორიდაში მდებარე Disney World-ში. იგი ააგებინა ბავარიის მეფე ლუდვიგ II-ს 1868 წელს. ამბობენ, რომ ის მდიდრული ციხესიმაგრეების აშენება მისი ჰობი იყო. სამწუხაროდ, მეფე ლუდვიგმა მხოლოდ 172 დღე იცხოვრა თავის გასაოცარ ქმნილებაში – 1886 წლის 9 ივნისს სამთავრობო კომისიის ბრძანებით ის ფსიქიკურ ავადმყოფად გამოაცხადეს და რამდენიმე დღეში იდუმალ ვითარებაში დაიღუპა კიდეც. მალევე ნოიშვანშტაინის სასახლე საზოგადოებისთვის გახსნეს. XIX საუკუნის რომანტიზმის ეს თვალსაჩინო ნიმუში იქცა დისნეის მულტფილმის, „მძინარე მზეთუნახავის“ ციხე-კოშკის შთაგონების წყაროდ. ყოველწლიურად ნოიშვანშტაინის სასახლე საშუალოდ 1,3 მილიონ დამთვალიერებელს მასპინძლობს.ფაქტია კი ის არის რომ ეს მშვენება ნამდვილად ღირს სანახავად და ჯადოსნური შთაბეჭდილებების მოსაგროვებლად.
სლოვენია – ბლედის ციხე
ეს განსაცვიფრებელი ციხე მდებარეობს სლოვენიის ცნობილი ბლედის ტბასთან 130 მეტრის სიმაღლეზე. ბლედის ციხეს ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და ხიბლავს მნახველებს თავისი ბრწყინვალებით, საოცარი მდებარეობით და თვალწარმტაცი ხედებით. ის ასევე არის სლოვენიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი და შეგიძლიათ ქორწილიც კი მოაწყოთ ციხესიმაგრეში. აღსანიშნავია,რომ შემოდგომაზე აქაურობა განსაკუთრებით ზღაპრულია. ტბის შუაგულში ამავე სახელწოდების პატარა კუნძულია, სადაც გვხვდება რამდენიმე შენობა, მათ შორის ეკლესია. ტბის ფრიალო კლდეზე არის ბლედის ციხე-სიმაგრე. სხვადასხვა დროს ბლედის ტბაზე ჩატარდა დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები აკადემიურ ნიჩბოსნობაში.
ირლანდია – ქაშელის კლდე
უფრო ტრადიციული ტიპის ციხე მდებარეობს ირლანდიის საგრაფო Tipperary-ში. ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, ქაშელის კლდე წარმოიშვა ეშმაკის ქვაბულიდან. როგორც ამბობენ, ირლანდიის მფარველმა წმინდა პატრიკმა განდევნა სატანა გამოქვაბულიდან და მისი ქვის ნატეხისგან რომელიც გაბრაზებულმა ისროლა კლდე წარმოშვა. ახლა მის წვერზე ეს საოცარი ციხესიმაგრეა აღმართული.
ხორვატია – ტრაკოშჩანის ციხე
კიდევ ერთი მომხიბვლელი ციხე ხორვატიაში, რომელიც აშენდა თითქმის 800 წლის წინ. თუმცა, საუკუნეების შემდეგ იგი დაიშალა,როდესაც მე-19 საუკუნეში გრაფი დრაშკოვიჩმა აიღო მმართველობა, ის გადაკეთდა იმ ულამაზეს ციხედ, როგორიც დღეს არის. ხორვატიაში მის სანახავად ათასობით ტურისტი ჩადის.
შოტლანდია – კელბერნის ციხე
შოტლანდია ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა,თუმცა ეს ციხე ყველაზე უჩვეულოა ამ სიაში.კელბერნი თავდაპირველად აშენდა დაახლოებით 1143 წელს. ახლახან Castle Grafitti Project-მა მრავალსაუკუნოვანი ძეგლი ხელოვნების განსაცვიფრებელ ნიმუშად აქცია. ტრადიციულობა თანამედროვეობას შეერწყა და ასეთი მშვენება გამოვიდა. ეს უნიკალური შენობა თავისი ფერებითა და გამორჩეული ვიზუალით უამრავ ადამიანს ხიბლავს.
ჩეხეთი – ჰლუბოკას ციხე
ეს ლამაზი ციხე პირველად აშენდა მე-13 საუკუნეში და მას შემდეგ მრავალი ცვლილება განიცადა. უახლეს დიზაინს მეთვალყურეობდა კეთილშობილი შვარცენბერგის ოჯახი, რომლის დიპლომატიურმა მოგზაურობამ დიდ ბრიტანეთში გავლენა მოახდინა მის განახლებებზე. სინამდვილეში, ციხე იყო შთაგონებული ინგლისის ვინდსორის ციხესიმაგრით. ჩეხეთის დატოვება მის უნახავად ნამდვილად არ ღირს.
იტალია – სანტ ანჯელოს ციხე
ციხე აშენდა დაახლოებით მეხუთე საუკუნეში ციხედ გადაკეთდა. ის დგას მდინარე ტიბრის ნაპირზე და აქვეა ერთ-ერთ მთავარი ძველი რომაული ხიდი. მიუხედავად მისი მშვენიერი გარეგნობისა, ის რეალურად გამოიყენებოდა სიკვდილის მსჯავრდადებულთათვის და სადაც ბევრის შემზარავი ფაქტი მომხდარა, მაგრამ ახლა ეს მშვენიერი მუზეუმია, ასე რომ თავისუფლად შეგიძლიათ მისის მონახულება.
ესპანეთი – ბელვერის ციხე
ესპანეთი გოტიკური სტილის ციხე გორაკზე 3 კმ-ში ცენტრალური პალმის დასავლეთით კუნძულ მაიორკაზე მდებარეობს. შენობა საოცარ მდგომარეობაშია და უკვე 700 წელია არსებობს. ახლახან ის მუზეუმად გადაკეთდა. მისი წრიული ფორმა უჩვეულო დიზაინია ამ ტიპის თავდაცვითი შენობისთვის და გამორჩეულს ხდის მას სხვა ევროპულ ციხეებთან შედარებით.
პორტუგალია – კასტელო დი სამეცანო
შესაძლოა ის ციხის სტატუსით არ სარგებლობს,მაგრამ ეს საოცარი სასახლე ამ სიაში შესაყვანად ნამდვილად ღირდა, რადგან მნახველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პენას სასახლე დგას გორაკის წვერზე, სინტრას მთებში, ქალაქ სინტრას ზემოთ და ლისაბონიდანაც მოჩანს. 167 წლის შენობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ზღაპრული ლიმონისფერი სასახლე საოცარი ხედებითა და დიზაინით მეფური გარემოსა და ფერადი ფოტოებისთვის ნამდვილი სამოთხეა.
შოტლანდია – ედინბურგის ციხე
ედინბურგის ციხე ერთ-ერთი უძველესი გამაგრებული ადგილია ევროპაში. ის დგას კლდეზე, ადგილზე, რომელიც ადამიანებმა დაიკავეს სულ მცირე რკინის ხანიდან. 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა,რომ მას 1100 წლიანი ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტჯერ შემოარტყეს ალყა, რაც მას ანიჭებს ყველაზე ალყაში მოქცეული ადგილის სტატუსს ბრიტანეთში. ის ასევე არის შოტლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულება,სადაც ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი მიდის სანახავად.
ბელგია – გრავენსტინი იგივე გრაფის ციხე
ეს ლამაზი ციხე შეგიძლიათ მოინახულოთ ქალაქ გენტში. ის ღიაა საზოგადოებისთვის და მასში ინახება წამების აღჭურვილობის უამრავი ნივთი და მოწყობილობა, რომელიც ასევე გამოფენილია ვიზიტორებისთვის. სანახავად ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა,მაგრამ ისტორიული ადგილებისა და მღელვარე შთაბეჭდილებებისთვის შესაფერისი.
რუმინეთი – პელეშის ციხე
რუმინეთი ეს ნეორენესანსული ციხე კარპატების მთებშია. ეს შედარებით ახალია ამ სიაში სხვა დანარჩენებთან შედარებით, მშენებლობა მხოლოდ 1800-იანი წლების ბოლოს დაიწყო და 1914 წელს დასრულდა. სანახაობა კი აქ ნამდვილად მრავლადაა. მისი 160 ოთახი სავსეა საუკეთესო ევროპული ხელოვნების ნიმუშებით, მურანოს ბროლის ჭაღებით, გერმანული ვიტრაჟებითა და კორდობის ტყავით დაფარული კედლებით.