LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა კიდევ უფრო სანახაობრივი გახდა – სათაფლიას მღვიმეში განათება სრულად შეიცვალა

114
sataplia

სათაფლიას მღვიმემ ვიზიტორთა მიღება განაახლა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმესა და ბილიკებზე სრულად შეიცვალა განათება, უახლესი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, თანამედროვე, ეკომეგობრული განათების სისტემით.

სააგენტოს ცნობითვე, ახალი განათების სისტემა სრულ შესაბამისობაშია გარემოსთან, ზიანს არ აყენებს მღვიმეს, გარდა ამისა, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.

სამუშაო დროები ყოველ დღე 10:00 – 18:00 სთ-მდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები