LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დინოზავრების ახალი ინტერაქციული მულიაჟები სათაფლიაში – იურული პარკი განახლდა (ფოტოები)

1150
68804904-2441933139206609-4119621347720560640-n

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას.

ვიზიტორებს განსაკუთრებული სიახლეები დახვდებათ სათაფლიაში, სადაც სრულად განახლდა იურული პარკი და დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები. ტერიტორიაზე დაწყებულია დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა. სათაფლიაში ასევე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, რომელიც სულ მალე ვიზიტორებისთვის გაიხსნება.

უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე – პრომეთეს მღვიმეშიც.

ცნობისთვის, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა. მისი საერთო ფართობი 504,6 ჰა-ს შეადგენს და 19 ბუნების ძეგლს მოიცავს. სათაფლიას და პრომეთეს მღვიმეს ყოველწლიურად 270 000 ვიზიტორი სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები