25 აგვისტოდან, 8 საათიანი ქრონიკის დასრულებისთანავე, „იმედის“ ეთერში სტარტს აიღებს „ლოტო 6/42“-ის პირველი გათამაშება – 700 000 ლარზე მეტი ჯეკპოტით.
ყველასთვის საყვარელი წამყვანი დუტა სხირტლაძე, პირველად დააჭერს დოლურის ღილაკს ხელს და პირველად გამოავლენს ლოტოს მოგებულებს „იმედის“ ეთერში. მოგვიანებით, მას თანაწამყვანი ეკა ამირეჯიბიც შეუერთდება. „ლოტო 6/42“ -ის გათამაშება „იმედზეც“ ტრადიციულ დღეებში, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გაიმართება.
უცვლელი რჩება ტირაჟიანი „ლოტო 6/42“ -ის წესები. ბილეთების შეძენა კი, ასევე, ტრადიციულად, შესაძლებელია კომპანიის სერვის-ცენტრებში, საქართველოს ფოსტის ჯიხურებსა და ონლაინ – კომპანიის საიტზე – www.lotto.ge -ზე.
ასევე, უცვლელია ბილეთების ღირებულებაც: „ლოტო 6/42“ -ის ბილეთის ფასი 2 ლარია.
რა თქმა უნდა, უცვლელია საპრიზო ფონდიც – „ლოტო 6/42“ – ის ჯეკპოტი უკვე 700 000 ლარზე მეტია.
მოგების იმედით შევხვდებით „იმედზე“
#დაუჯერენიშნებს #მოგებაშეუძლიაყველას #ლოტო #იმედი