LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკეტე მაიმუნო: გერმანიაში ნაცისტური სკანდალია, იტალიაში რასიზმი

35
Capture

ნაცისტური სკანდალი მოხდა გერმანიისა და ისრაელის ნაკრებთა მატჩის დროს.
გერმანელებმა შაბათს ამხანაგური თამაში 2:0 მოიგეს.

Sport1 იუწყება, რომ შეხვედრისას ძალოვანებმა სტადიონიდან მაყურებელი გაიყვანეს. მიზეზი – ნაცისტური მისალმება გახდა.

მანჰეიმის პოლიციამ მომხდარი დაადასტურა. დაკავებულია 28 წლის მამაკაცი, რომელიც ვიდეოთი ამოიცნეს.

დაწყებულია გამოძიება. გარდა იმისა, რომ შესაძლოა მას სამუდამოდ აუკრძალონ სტადიონზე სიარული, ასევე ემუქრება სერიოზული იურიდიული გარჩევები.

რასიზმს ჰქონდა ადგილი იტალიაში.
სამოყვარულო გუნდის „ლოკომოტივის“ სენეგალელ ლამინე სოუს შეურაცხყოფა მიაყენეს ქალაქ რიჩის „სანტ ანჯელო-ლიმოზანოსთან“ თამაშისას.

„მეტოქე გაზონზე დაეცა და თქვა, რომ მასზე დაჯარიმდნენ. მე გავაპროტესტე, არ შევხებივარ და ამ დროს შეურაცხყოფა მომაყენა. ეს სხვებმაც გაიგონეს.
მან ორჯერ მითხრა: მოკეტე, მაიმუნო“, – ამტკიცებს სოუ.

„ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს მოედანი დაეტოვებინათ, რის გამოც გუნდს ტექნიკური წაგება ემუქრება.

რასიზმის გამოხატულება დაგმეს რიჩის გუნდმაც და ქალაქის ადმინისტრაციამაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები