LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოკლე და გრძელვადიანი გაცვლითი პროექტები ევროპაში – „Umbrella“-ს დირექტორი, სლავა მეჟდოიანი

336
page

„ფორტუნას“ სტუმარია ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „Umbrella– ს დირექტორი, სლავა მეჟდოიანი, რომელმაც „ერასმუს პლუსის“ გაცვლითი პროგრამების შესახებ ისაუბრა.

სლავა მეჟდოიანი:

ჩვენი კომპანიის ძირითადი მზიანია ახალგაზრდების განვითარება, სხვადასხვა კომპეტენციაში გათვითცნობიერება. ჩვენ ამ ეტაპზე ვახორციელებთ ახალგაზრდული სივრცეების განვითარების პროგრამას, რომლებიც გულისხმობს  სხვადასხვა სოფელში, სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდული სივრცეების შექმნა. ევროკავშირის მიერ სულ რვა კომპეტენციაა დამტკიცებული, გვსურს ამ ყველაფრის გაძლიერება.

არსებობს ევროპაში გასამგზავრებელი, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი, „ივიეს“ პროგრამები, რომლის მიზანი იქაური ორგანიზაციების განვითარება და ასევე ცოდნისა და გამოცდილების მიღებაა. მინიმალური არის 21 დღე, მაქსიმალური ერთი წელი. იმისათვის, რომ ამ პროგრამაში ჩაერთო უნდა აკმაყოფილებდე ასაკობრივ კრიტერიუმებს, უნდა იყო 18 დან 30 წლამდე. შემდეგი მოთხოვნა არის ინგლისური ენის მინიმალურ სალაპარაკო დონეზე ფლობა. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ფინანსდება ფაქტობრივად ყველაფერი. ყოველივე ეს დეტალურად დევს ჩვენს ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე. ჩვენ მსურველებს ვეხმარებით ყველაფერში, როგორ წარადგინონ თავი, როგორ შეადგინონ რეზიუმე, როგორ გაიარონ გასაუბრება. ჩვენ ასევე გვაქვს მოკლევადიანი გაცვლითი ტრენინგები, მონაწილეობისთვის 18 წელს ზევით უნდა იყოს მსურველი. პანდემიის ფონზე მუშაობა, რა თქმა უნდა, რთული იყო. თუმცა ამ ბოლო პერიოდში ჩვენ უკვე განვახორციელეთ ორი პროექტი. ჩამოყვანილი გვყავდა სტუმრები ევროპიდან, ერთი პროექტი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, მეორე  გარემოს დაცვის თემატიკას მოიცავდა. პირველ პროექტში 8 ქვეყნიდან 40 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ჩვენ უამრავი ახალ პროექტი გვაქვს დაგეგმილი და იმედია კოვიდი ხელს არ შეგვიშლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g