LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ მოვამზადოთ „ცეზარი“ და მისი განსაკუთრებული სოუსი სახლში – რჩევები ანა კვირიკაშვილისგან

1581
page

„ფორტუნას“ დილის სტუმარია კულინარიული ბლოგის წამყვანი, შეფ-მზარეული, ანა კვირიკაშვილი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სალათის, „ცეზარის“ რეცეპტი გაგვანდო.

„ცეზარი“ არის საქართველოში ყველაზე პოპულარული სალათა, სალათების მოყვარული არ გახლდით, მანამ  სანამ არ დავიწყე „ცეზარის“ კეთება. მისი მთავარი ინგრედიენტი არის სოუსი, კარგია, თუ მას თავად გავაკეთებთ და არ გამოვიყენებთ მზა სოუსს. ჩემ გამომწერებსაც სულ ვეუბნები ხოლმე, რომ კარგია თუ სოუსს შინ მოვამზადებთ.

ზოგადად, ცეზარი მარტივად, მოკლე დროში მოსამზადებელი კერძია, მას 30 წუთში მოამზადებთ. ვგულისხმობ, ქათმის ფილეს შეწვას, სალათის ფურცლის გასუფთავებას და სოუსის მომზადებას. ქათმის ფილეს თუ გრილზე შევწვავთ, მივიღებთ საოცრად არომატულ სალათას.

ცეზარის სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კვერცხის გული, 1 ც დიჟონის მდგოვი, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, 3 ს/კ ლიმონის წვენი, 1 ს/კ მარილი, ნიორი – 2 კ  და პილპილი გემოვნებით. სხვათა შორის, აღნიშნული სოუსის გამოყენება სხვა სალათებისთვისაც შეგიძლიათ.

და ბოლოს, სალათის ფოთოლს და ქათმის ფილეს უნდა მოვაყაროთ პარმეზანი, ეს ცეზარს განსაკუთრებულად პიკანტურ გემოს აძლევს.

„საშობაო ღვეზელი“ – კულინარი ანი კვირიკაშვილი შობის მთავარი კერძის მომზადების რეცეპტს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები