მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური მეორე დღეა კვლავ დაკეტილია. თბილისის მერს, კახა კალაძესა და მეტროპოლიტენის მემანქანეებს შორის გუშინ გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და შესაბამისად, მემანქანეები გაფიცვას განაგრძობენ.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის მუნიციპალური ავტობუსებით გადაადგილება უფასოა.
მემანქანეები კვირას გაიფიცნენ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები ხელფასების მომატების თაობაზე არ დაკმაყოფილდება.