LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლაპარაკებების შედეგიანად დასამთავრებლად მელიას ფაქტორი არ ყოფილა, წინაღობა ოპოზიციის მხრიდანაც კი არ უნდა ყოფილიყო: მიხეილ სარჯველაძე

43
მიხეილ სარჯველაძე

“ქართული ოცნების” წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ რიგი ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიას მართლმსაჯულების საქმეს განიხილავდნენ როგორც წინაღობას და ეს იყო შეცდომა.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს ამ თემაზე კომენტირებისას განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია რა შუამდგომლობას დააყენებს 8 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე პროკურატურა. მისი თქმით, პოლიტიკური მიზანშეწონილობით სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა სწორი არაა.

“მოლაპარაკებების შედეგიანად დასამთავრებლად ბატონი ნიკა მელიას ფაქტორი არ ყოფილა და ოპოზიციის მხრიდანაც კი არ უნდა ყოფილიყო წინაღობა, ასეთია, რეალობა. სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში, რიგი ოპოზიციური პარტიებისა, მართლმსაჯულების ამ საქმეს განიხილავდნენ, როგორც წინაღობას.

ეს არ იყო სწორი და ეს იყო შეცდომა. ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს, ამის საფუძველზე შემდგომ პოლიტიკურ დებატებში და დისკუსიებში ამ საქმის გამოყენება არ მგონია სწორი იყოს. სხვა რაიმეს თქმა, ნამდვილად არ შემიძლია”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g