LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვამ ევროკავშირის კითხვარის შევსება დაასრულა

76
მოლდოვა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსება მოლდოვამ დაასრულა. ქვეყნის ხელისუფლებამ დასრულებული კითხვარი უკვე გადასცა მოლდოვაში ევროკავშირის ელჩს, იანის მაჟეიკსს.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსება უკვე დაასრულა უკრაინამაც.

„ეს მნიშვნელოვანი სიგნალია. ჩვენ გვჯერა, რომ მხარდაჭერას მოვიპოვებთ და გაწევრიანების კანდიდატი გავხდებით. ამის შემდეგ, დასკვნითი ეტაპი დაიწყება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს უახლოეს კვირებში მოხდება და ეს იქნება დადებითი ჩვენი ხალხის ისტორიისთვის, იმის გათვალისწინებით, თუ რა ფასი გადაიხადეს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე“. – განაცხადა ზელენსკიმ.

თვითშეფასების კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

საქართველოსა და მოლდოვას თვითშეფასების კითხვარი ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g