LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დაიწყო

60
სალომე ზურაბიშვილი და მაია სანდუ

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები