LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების უშუალო საფრთხე არ არსებობს: მოლდოვის პრემიერ-მინისტრი

55
Untitled design (6)

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო მიზნების გაფართოების შესახებ შეშფოთება იზრდება, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ომის გავრცელების უშუალო საფრთხეს ვერ ხედავს.

ამის შესახებ ნატალია გავრილიტამ გუშინ, რადიო თავისუფლების მოლდოვის ბიუროსთან საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ მოლდოვაზე ომის გადატანის გარდაუვალი რისკი არ არსებობს.

“ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ მოლდოვაში ომის გაფართოების გარდაუვალი რისკები არ არსებობს”, – თქვა მან.

გავრილიტამ აღნიშნა, რომ მოლდოვა, ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა, ვერ შეძლებს “გრძელი წინააღმდეგობის გაწევას” დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, თუკი მას თავს დაესხმებიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები.

მინისტრი რადიო თავისუფლებას ესაუბრა ერთი დღის შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვნად გაზრდის“ მხარდაჭერას მოლდოვის მიმართ.

მოლდოვას პრემიერმა აღნიშნა, რომ არ მიიჩნევს, რუსეთის თავდასხმა მოსალოდნელი იყოს, რადგან მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა, რომელსაც არასდროს სურდა და არც ცდილობდა ნატოში გაწევრიანებას.

პრემიერ-მინისტრის თქმითვე, მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმა უკუშედეგს მოიტანს, რადგან მოლდოვის მრავალი მაცხოვრებელი ფლობს რუმინეთის ორმაგ მოქალაქეობას, რუმინეთი კი ევროკავშირისა და ნატოს წევრია. აქედან გამომდინარე კი, გავრილიტას შეფასებით, რუსეთის მოლდოვაში შეჭრა სხვა სახელმწიფოების ბევრად უფრო ფართო ჩართულობას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, მოლდოვის ტერიტორიაზე ომის გავრცელების რისკი სეპარატისტულ დნესტრისპირეთს უკავშირდება, სადაც ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. ტერიტორიაზე დღემდე რუსეთის სამშვიდობო ძალებია განთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g