LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალ კვირას საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

73
მიშელი და პრეზ

საქართველოს, მომავალ კვირას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. ოფიციალური ინფორმაციით, მიშელი 28 თებერვლიდან 3 მარტის პერიოდში მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ესტუმრება.

იგი შეხვედრებს ჯერ მოლდოვაში გამართავს, შემდეგ კი საქართველოში გაემგზავრება.

მისი შეხვედრები დაგეგმილია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან. ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ საზღვარს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველოდან შარლ მიშელი უკრაინაში გაემგზავრება.

”ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19- ის წინააღმდეგ ჩვენი საერთო ბრძოლის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება დღის წესრიგში”. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g