LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მომავალი პანდემია, შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე კოვიდია” – პროფესორი სარა გილბერტი მოქალაქეებს აფრთხილებს

1376
BeFunky-collage (8)

მომავალი პანდემია, შესაძლოა, იყოს უფრო ლეტალური, ვიდრე კოვიდკრიზისია, – ამის შესახებ “ოქსფორდ-ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთმა შემქმნელმა პროფესორმა სარა გილბერტმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მეტი დაფინანსება იმისთვის, რომ მსოფლიო პანდემიისთვის უფრო მომზადებული იყოს და არსებული მიღწევები არ დაკარგოს.

მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინები “ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იქნეს.

“ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ვირუსი საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს და საარსებო წყაროს. შემდეგი შეიძლება უარესი იყოს. ის შეიძლება იყოს უფრო გადამდები, ან უფრო ლეტალური, ან ორივე ერთად. არ შეიძლება დავუშვათ სიტუაცია, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ, რაც გავიარეთ აღმოვაჩინოთ, რომ ჯერ კიდევ არ არის დაფინანსება პანდემიისთვის მზადყოფნისთვის. ჩვენს მიერ მიღწეული შედეგები და მიღებული ცოდნა არ უნდა დაიკარგოს,“- აღნიშნა სარა გილბერტმა.

მისივე განცხადებით, ნაბიჯები ფრთხილად უნდა გადაიდგას “ომიკრონის” შტამის გავრცელების შესაჩერებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g