ამერიკის კინოაკადემიამ მომავალი წლის ,,ოსკარების” გამართვისა და ნომინანტთა გამოცხადების თარიღები გაამხილა.
ცნობილი გახდა, რომ 99-ე დაჯილდოება 2027 წლის 14 მარტს გაიმართება, ნომინანტთა სია კი 21 იანვარს გამოქვეყნდება.
შოუს წამყვანის ვინაობა, ჯერჯერობით არ ხმაურდება.
როგორც ცნობილია, 2027 წლიდან დაჯილდოებაზე გამოჩნდება ახალი ნომინაცია — ,,საუკეთესო ქასთინგი” (Achievement in Casting).
ამასთან, 99-ე (2027 წ.) და საიუბილეო, მე-100 (2028 წ.) დაჯილდოებები იქნება ბოლო, რომლებსაც ტელეკომპანია ABC გადასცემს, რის შემდეგაც ტრანსლაცია YouTube-ზე გადაინაცვლებს.
2029 წლიდან იცვლება ღონისძიების გამართვის ლოკაციაც — 2028 წლის დაჯილდოება უკანასკნელად ჩატარდება ,,დოლბის თეატრში”, სადაც ცერემონია 2002 წლიდან ტარდება. 2029 წლიდან, დაჯილდოებას Peacock Theater უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ წელს ,,ოსკარები”, რომელსაც ზედიზედ მეორედ, კონან ო’ბრაიანი გაუძღვა, 15 მარტს შედგა. 2026 წლის მთავარი კინომოვლენის ტრიუმფატორი ფილმი – One Battle After Another გახდა.
„ოსკარი 2026“ – ცერემონიის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი
უპატივცემულობა ისტორიული მომენტის მიმართ – რა მოხდა მაშინ, როცა Kpop სიმღერამ ,,ოსკარი” მოიგო