კომპანია Toyota „მომავლის ქალაქის“ კარს 2025 წლის გაზაფხულზე გახსნის. დასახლება რომელსაც იაპონური ავტომწარმოებლის სპეციალისტები 5 წლის განმავლობაში აგებდნენ, ფუძიამას მთის ძირში მდებარეობს.
პირველ ეტაპზე ქალაქში მხოლოდ ბრენდის 100 თანამშრომელი დასახლდება. მშენებლობის ბოლომდე დასრულების შემდეგ კი ტერიტორიას 2 ათასამდე მოსახლე აითვისებს. ინოვაციური ქალაქის არქიტექტურაზე დანიური ფირმის Bjarke Ingels Group-ის სპეციალისტებმა იზრუნეს.
როგორც Toyota-ს წარმომადგენლობა აღნიშნავს, ახალ ქალაქს კომპანიის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები დაიკავებენ. სუპერ თანამედროვე რეგიონში იმოძრავებენ უპილოტო ავტომობილები და იქნებიან „ჭკვიანი“ სახლები.
გარდა ამისა, ქალაქის ინფრასტრუქტურაში სპეციალისტები ხელოვნურ ინტელექტსაც დანერგავენ.