LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი პრინცი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

294

მომღერალი პრინცი ხმისჩამწერ სტუდიაში გარდაიცვალა, ინფორმაციას ბრიტანული და ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

57 წლის მომღერლის ცხედარი მინესოტაში ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.

მომღერალი ექვსი დღის წინ გრიპის სიმპტომებით კლინიკაში მოათავსეს. იგი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, როდესაც თავი ცუდად იგრძნო და თვითმფრინავი ილიოისში დაუგეგმავად დაჯდა.

რა გახდა პრინცის გარდაცვალების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები