LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომიძებნეთ რა ეგ გოგო: ბარტრამ დორტმუნდის მამაცი გულშემატკივარი დაასაჩუქრა

117

მარკ ბარტრამ „ბორუსიას“ გულშემატკივარი გოგონა „შალკეს“ ფანების ზღვაში შეამჩნია და მაისური უსახსოვრა.
ჯილდო მამაცობისთვის.

1 აპრილს რურის დიდ დერბიში ერთმანეთს „შალკე“ და დორტმუნდის „ბორუსია“ შეხვდნენ. მატჩის შემდეგ სტუმართა მცველი მარკ ბარტრა ეპიკურ კადრს შეესწრო: მარტოხელა ქომაგი „ბორუსიას“ ყვითელი მაისურით „შალკეს“ ლურჯი ფანების გარემოცვაში ეულად ზის.

„მინდა ამ ქალს შევხვდე. ვერ მომაძებნინებთ მას? მინდა მას ჩემი მაისური ვაჩუქო. დამეხმარეთ რეტვიტებისა და ჰეშტეგების მეშვეობით“, – დაწერა ფეხბურთელმა.

ძებნამ შედეგი 6 აპრილს გამოიღო.

„მაგარი იყო შტეფისთან შეხვედრა. ამან ნამდვილი სიამოვნება მოგვიტანა. მადლობა ყველას“, – დაწერა მარკმა.

რურის დერბი კი გეხსომებათ 1:1 დასრულდა.

ბარტრა „ბორუსიაში“ „ბარსელონადან“ 2016 წელს 8 მილიონ ევროდ გადავიდა.

26 წლის ესპანელის ანგარიშზე 28 მატჩში გოლი და სამი საგოლე პასია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g