LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომსახურების სააგენტოს რუსთავის ფილიალი 17 თებერვალს ავტომობილების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს

მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი მიმდინარე წლის 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება.

მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები