მონაკოს პრინცი ალბერი მზადაა მეუღლეს, პრინცესა შარლენს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ ის განქორწინებაზე უარს იტყვის. ინფორმაციას გამოცემა „ვოისი“ ავრცელებს და დასძენს, რომ კონტრაქტში შედის შარლენის საჯარო გამოსვლებიც. ანუ პრინცესა იძულებული იქნება, დღესასწაულებსა და საჯარო გამოსვლებზე, პრინც ალბერისა და შვილების გვერდით გამოჩნდეს.
მედიაში წერენ, რომ ეს პირობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შარლენისთვის, რომელიც მძიმე დეპრესიას ებრძვის. გარდა ამისა, მას დამოუკიდებლობა სურს და ამისთვის, ფინანსურ უზრუნველყოფას ითხოვს. შესაბამისად, აღნიშნული შეთავაზება, სავარაუდოდ, წყვილისთვის ერთნაირად მომგებიანი იქნება.