მონღოლეთში დაახლოებით 20 მთასვლელისგან შემდგარი ჯგუფი მთა ოტგონ-ტენგერიდან ეშვებოდა, როდესაც ზვავი ჩამოწვა.
მაშველები დაკარგულებს 3200-3450 მეტრ სიმაღლეზე ეძებდნენ და მათ ათი დაღუპულის ცხედარი იპოვნეს. კიდევ შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოპერაციაში ასზე მეტი მაშველია ჩართული.
ოტგონ-ტენგერი – უმაღლესი მთაა (4000 მეტრი) ჰანგაის მასივში, რომელიც მონღოლეთს ეკუთვნის. მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წელს აკრძალა ამ მთაზე ასვლა.