LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ბელუჩი ამტკიცებს, რომ ბონდიანაში 51 წლის ასაკშიც შეიძლება ითამაშო

400

მონიკა ბელუჩი ერთადერთი 50 წელს გადაცილებული მსახიობია, რომელიც ბონდის შესახებ გადაღებულ ფილმში ათამაშეს. თავისი განსაკუთრებული შარმითა და ტემპერამენტით მონიკამ დაამტკიცა, რომ ქალი ამ ასაკაშიც შეიძლება იყოს შეუდარებელი. ფაქტია, რომ „სპექტრში“ მისი შესრულება ფანტასტიური იყო. დღეს კი ბელუჩი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ქალს ყველა ასაკში აქვს უფლება იყოს სექსუალური.

ამჯერად მსახიობი ფოტოგრაფებმა მილანში მაშინ გადაიღეს, როცა ის მეგობრის მონახულებას აპირებდა. მონიკა ფანტასტიურად გამოიყურებოდა შავ პიჯაკსა და შარვალში, ელეგანტურ ჩანთასა და სათვალეებში. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მონიკა ბელუჩი 90-იანი წლების საკულტო სერიალ „ტვინ პიკსის“ გაგრძელებაში ითამაშებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g