51 წლის მსახიობი არ წყვეტს საზოგადოების გაოცებას. მონიკა ბელუჩი ამჯერად რომის რიგით მეათე კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. მას შავი კლასიკური კაბა ეცვა, რომელიც მაქმანებით იყო გაფორმებული. კაბა Dolce & Gabbana-ს ეკუთვნის და ის ფანტასტიურად უსვამს ხაზსს მსახიობის სხეულის ფორმებს. ბონდის წლევანდელი ვარსკვლავი ამჯერად ფილმ „ვილ-მარის“ წარადგენს, სადაც ასევე მთავარ როლშია.



