LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ბელუჩი შესაძლოა კომიქსში გადაიღონ

127

მიუხედავად იმისა, რომ ბენისიო დელ ტორომ უარი თქვა კომიქსის „სამართლიანობის შავი ხაზის“ ეკრანიზაციაზე, კომპანია Warner  მაინც აგრძელებს მასზე მუშაობას. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალ ფილმში შესაძლოა მთავარი როლები მონიკა ბელუჩიმ და კოლინ ფერელმა შეასრულონ. 51 წლის ბელუჩი სურათში მაგიური ტბის მფლობელი ზანდას როლს განასახიერებს.

რაც შეეხება კომიქსის ცენტრალურ ფიგურას, ოკულტისტ დეტექტივ ჯონ კონსტანტინს, მის როლს კოლინ ფერელი შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ კომიქსის გადაღებები მომავალ წელს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g