LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიშნული რაც არის, ჩვენ იმას ვჭრით – წყნეთის ტყეში ხეებს ჭრიან

98

რამდენიმე წუთის წინ Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ წყნეთის ტყეში ხეებს ჭრიან.

“მონიშნული რაც არის, ჩვენ იმას ვჭრით,” – აცხადებს ერთ-ერთი ხის მჭრელი.

თბილისის მერიაში “ფორტუნასთნ” განაცხადეს, რომ ეს ხეები სანიტარული მიზნით მოიჭრა.

მათი თქმით,  “თბილისის მასშტაბით ტყის სანიტარული ჭრები ხორციელდება.  მავნებლებით დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის  სამუშაოები წყნეთში მიმდინარეობს, სადაც 1317 ძირი მავნებლებით დაზიანებული, ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრა”.

სანიტარული ჭრები განხორციელდა ასევე კოჯორსა და ოქროყანაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები