უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მას რეალურად არაფერი გაუკეთებია და მისი სახელი ერთ წელში ყველას დაავიწყდება.
მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს
მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა, მან ამის შესახებ "ფეისბუქზე" დაწერა
დეპუტატი ამბობს, რომ ზოგადად, მთელი მთავრობა იმ ხასიათზეა, რა ხასიათზეც ივანიშვილი იღვიძებს.
“ახალი ცვლილებები იქნება ძველ სახლში ახალი ფარდების დაკიდება. მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ანგარიში არ წარადგინა, რეგლამენტი დაარღვია. ვფიქრობ, ადამიანურად ნაწყენია, რადგან თავის თავში ფიქრობს, რომ არ დაუფასდა. სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ მაგას მონობა ჰქვია. ეს არ დაუფასდა და განიცდის“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ამ წუთებში კი ყოფილი პრემიერი თოქ-შოუების წამყვანებს ხვდება.