LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონტე-კარლოს დედოფალი – ლორენ სანჩესისა და ჯეფ ბეზოსის უახლესი გამოჩენა და კაბა, რომელმაც ყველა აღაფრთოვანა

258
page

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი და მისი საცოლე, ლორენ სანჩესი მონტე-კარლოში, „ფორმულა 1“-ის პრესტიჟულ ღონისძიებაზე გამოჩნდნენ.

ამჯერად ლორენს შავი, გამჭვირვალე კაბა ეცვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბრენდის „ლუქი“ მოირგო ყოფილმა ტელეწამყვანმა, თუმცა, მისი კაბით ყველა აღფრთოვანებული დარჩა.

ზოგადად, ლორენი ცნობილია მაღალი მოდის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით და ხშირად ირჩევს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Dolce & Gabbana, Alexander McQueen და Oscar de la Renta და ა.შ…

როგორც ცნობილია, ივლისში ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი ქორწინდებიან. გრანდიოზული ცერემონია იტალიაში, კონკრეტულად კი ვენეციაში გაიმართება. ის მათ კუთვნილ, 500 მილიონიან იახტაზე შედგება. ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა ქორწილის მუსიკალურად გასაფორმებლად ისეთი ვარსკვლავები დაიქირავა, როგორიც ლედი გაგა და ელტონ ჯონი არიან. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ლორენ სანჩესი „რობერტო კავალის“ ქალთევზას კაბაში, მილიარდერ საქმროსთან ერთად, „კანის კინოფესტივალზე“

შეყვარებული მილიარდერი – ჯეფ ბეზოსმა საცოლეს პარიზში ჩააკითხა და 500 მილიონიან იახტაზე წვეულება მოუწყო

მედიაში ვრცელდება იმ არტისტთა ვინაობა, რომლებმაც შესაძლოა, ჯეფ ფეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილი მუსიკალურად გააფორმონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები