LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქე, რომელიც გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

529
Untitled design

მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი დავით გუმბარიძე აცხადებდა, რომ მოქალაქე გადარჩენის მიზნით, სიმაღლეზე მას შემდეგ ავიდა, რაც მანქანა წყალმა გასტაცა.

„გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება – ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია“ – სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გურიაში არსებულ სტიქიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სტიქიის ზონიდან მაშველებმა 11 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ამ დრომდე გრძელდება 1 ადამიანის საძიებო სამუშაოები.

გურიაში, სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

პრემიერი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად, სრულად არის მობილიზებული ყველა სახელმწიფო უწყება“

შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიამ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე

ვიდეო: „ამ ეზოში გავათევინო ღამე ჩემს 3 წლის ბავშვს? იქნებ გვიშველოთ, ორი დღე კიდე უნდა იწვიმოს“ – მოქალაქე სტიქიის ზონიდან დახმარებას ითხოვს

„გურიაში, სოფელ მამათში დახმარება სჭირდებათ, დამეწყრილი ზონიდან მოხუცები არიან გამოსაყვანი“ – მოქალაქე სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g