LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოქალაქეებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიყენებული“ – სახალხო დამცველმა ინგოროყვას კლინიკაში აქციებზე დაშავებული პირები მოინახულა

107
Capture

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკაში აქციებზე დაშავებული პირები მოინახულა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიყენებული.

ლევან იოსელიანი შსს-ს მოუწოდებს, უარი თქვას დაკავებების ძალადობრივ მეთოდებზე და იმოქმედოს მხოლოდ კანონის ფარგლებში.

„3 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა და აქციის დასაშლელად მიმდინარე საპოლიციო ოპერაციის შედეგად დაზარალებული პირები მოინახულა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მოქალაქეებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიყენებული.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას დაკავებების ძალადობრივ მეთოდებზე და იმოქმედოს მხოლოდ კანონის ფარგლებში. ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატაროს დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოიკვეთოს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილი პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g