LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეს, რომელმაც დაჭრილი პოლიციელი გადაარჩინა, 2 000 ლარი გადასცეს

5656
BeFunky-collage (39)

მოქალაქე რაულ თებიძეს, რომელმაც ბათუმის ქუჩაში თავდასხმის შედეგად დაჭრილი პოლიციელი გადაარჩინა, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მადლობის სიგელი გადასცეს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის თქმით, მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ არა ამ მოქალაქის დახმარება, შესაძლოა პოლიციელი ვერ გადარჩენილიყო.

საუბარია, 18 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილობრივი საპატრულო ეკიპაჟის წევრი დაჭრა.

დაჭრილი პოლიციელი: მადლობა ყველას, თქვენ გადამალახინეთ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი

"ვეცდები რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს მოვალეობას რომელიც ყოველი თქვენთაგანის სამსახურს და დახმარებას ნიშნავს"

41 წლის რაულ თებიძე, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს, პატრულზე თავდასხმისა და დაჭრის ფაქტს შეესწრო.ოთარ თავართქილაძეს ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.  მან დაჭრილს ადგილზე პირველადი დახმარება გაუწია, სისხლდენა შეუჩერა და პოლიციელს საავადმყოფოშიც გაჰყვა.

„მიხარია, რომ ეს შევძელი, მოულოდნელად დაიწო ხმაური, დავინახე, პატრული დაჭრილი იყო, აორტა ჰქონდა დაზიანებული,  რითაც შევძელი, ადგილზე გავუწიე დახმარება, რომ სისხლდენა შემეჩერებინა. სასწრაფოსთვის დალოდება აღარ შეიძლებოდა, წუთები წყვეტდა ყველაფერს. დავჯექი საჭესთან პატრულის მანქანაში და წავიყვანე საავადმყოფოში, ყველაფერი კარგად დამთავრდა“, – ამბობს რაულ თებიძე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სარეზერვო ფონდიდან რაულ თებიძეს 2000 ლარს გადასცემს.

ცნობისთვის, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს.

დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი კლინიკაში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g