„დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“ – ამ ლოზუნგით გუშინ, 29 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც ხალხისთვის ეთერის დათმობას, მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მოგვიანებით ამ მოთხოვნებით დემონსტრანტებმა ტელევიზიის ტერიტორიიდან გადაინაცვლეს პარლამენტის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობით , სადაც უკვე 63-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
„საქართველო ადექი, აჯანყდი“, „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, მათ შორის ტელეწამყვანი სალომე არშბა, რომელმაც აქციიდან კადრები საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზეც გაავრცელა.