LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორჩა დღესასწაულები, შეშუპდი? დაიღალე? მძიმედ ხარ? – არავითარი შიმშილი…“: როგორ დავიკლოთ დღესასწაულებზე გადატვირთული კვების შედეგად მომატებული კილოგრამები?

516
სანდრო გოგოხია (2)

როგორ მოვიქცეთ სწორად დღესასწაულების შემდგომ და როგორ დავიკლოთ გადატვირთული კვების შედეგად მომატებული კილოგრამები?

ფიტნეს ტრენერი, კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„მორჩა დღესასწაულები, შეშუპდი? დაიღალე? მძიმედ ხარ? – რა ვქნათ:

პირველი – მთავარია არ იდარდო, გაივლის ყველანაირი ცუდი შეგრძნება.

მეორე – აღარ გააგრძელო მთელი თვის განმავლობაში.

მესამე – არ აიწონო, ჩვეულ რეჟიმს რომ დაუბრუნდები, 5-7 დღეში დადექი სასწორზე.

მეოთხე – დალიე წყალი, ელექტროლიტებიც კარგი ვარიანტია.

მეხუთე – არავითარი შიმშილი, დაუბრუნდი ცილას პირველ რიგში ამდენი ნიგვზიანისა და ტკბილეულის შემდეგ.

მეექვსე – არანაირი დასჯის ვარჯიში დღეში ორჯერ ან სამჯერ. დაიწყე ვარჯიში ჩვეულად ან თუ ენერგია არ გაქვს უფრო ნაკლებით.

მეშვიდე – დაისვენე ალკოჰოლისგან, სასურველია არც ერთი ჭიქა არ მიიღო.

მერვე – კუჭი გადიდებულია, ამიტომ შიმშილის გრძნობა გარდაუვალია“, – ამბობს სანდრო გოგოხია.

magti 5g