LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Morgan-ის ახალი სპორტქარი ძველის ანალოგიურია

124
cars

ბრიტანულმა ფირმამ Morgan ჟენევის ავტოსალონზე სრულიად ახალი სპორტქარი Plus Six წარადგინა. სიახლე განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლებითაა დაკომპლექტებული, თუმცა გარეგნულად წინა საუკუნის მოდელის ანალოგიურად გამოიყურება.

როდსტერის კაპოტის ქვეშ 6 ცილინდრინი ტურბოძრავია განთავსებული და 3 ლიტრის მოცულობის აგრეგატს 340 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სპორტქარი საკმაოდ მსუბუქი გამოვიდა და 1075 კგ. წონის ავტომობილს პირველი „ასეულის“ ასაკრეფად 4,2 წამი სჭირდება. სპორტქარის მაქსიმალური სიჩქარე 267 კმ/სთ-ს შეადგენს.

მძღოლს ელექტრონული ასისტენტები არ გააჩნია, მაგალითად არ არსებობს სტაბილიზაციის სისტემა და ერთადერთი რაც მუშაობს არის მუხრუჭების დაბლოკვის საწინააღმდეგო სისტემა.

მთავარი სიახლე კი რაც სპორტქარმა მიიღო, არის მთლიანად ახალი პლატფორმა CX. პლატფორმამ მოდელი ცოტა უფრო ტექნოლოგიური გახადა და თითოეული მანქანის აწყობას არა 8 არამედ მხოლოდ 4 კვირა სჭირდება. რაც მწარმოებელს საშუალებას მისცემს, რომ წელიწადში 300 ავტომობილი გამოუშვას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g