LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორიგი 5 000-ლარიანი „პივის ჩეკი“ მომივიდა… არც გადახდას ვაპირებ და არც სასამართლო პროცესზე მისვლას “ – გიგი უგულავა

139
გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით ისევ დააჯარიმეს. ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს.­

როგორც უგულავა აღნიშნავს, ის ჯარიმის გადახდას და სასამართლო პროცესზე მისვლას კვლავ არ აპირებს.

„მორიგი 5 000-ლარიანი „პივის ჩეკი“ მომივიდა. ამჯერადაც რუსთაველის გადაკეტვაა, ოღონდ უკვე 21 იანვარი.

არც გადახდას ვაპირებ და არც სასამართლო პროცესზე მისვლას. არც მე და არც ადვოკატი. თავში ქვა უხლიათ!

„ქოცი“ უკვე ეპიდემიაა და მათთან ერთ შენობაში ან ოთახში მოხვედრაც კი სახიფათოა ჯანმრთელობისა და ფსიქიკისთვის“, – წერს უგულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g