მორიგი ავარია ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, სამტრედიასთან, დაფნარის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. მსუბუქ ავტომობილში მსხდომი სამივე ახალგაზრდა გარდაიცვალა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.