LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიისა და ქუთაისის შემოვლით გზებზე განათება დამონტაჟდება

87

სამტრედიის ახალ შემოვლით გზაზე გარე განათება დამონტაჟდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის განათების მოწყობილობების მონტაჟზე ტენდერი უკვე გამოაცხდა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 855 693 ლარია. განათების მონტაჟი გათვალისწინებულია ზესტაფონი–ქუთაისი–სამტრედიის მაგისტრალური გზის (E-60) სამტრედიის ახალი შემოვლითი გზის km 15+400 – km 24+045 მონაკვეთზე.

სამუშაოები ახალი შემოვლითი გზის km 0+000 – km 15+400 მონაკვეთზეც განხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთისთვის საავტობოილო გზების დეპარტამენტმა მეორე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 249 112 ლარია.

გზის განათების მოწყობილობა ზესტაფონი – ქუთაისი–სამტრედიის მაგისტრალური გზის (E-60) ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის km 0+000 – km 17+300 მონაკვეთზეც დამონტაჟდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 946 890 ლარია.

წინადადებების მიღება 8 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიებმა გარე განათება 5 თვის ვადაში უნდა დაამონტაჟონ.

აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (II) იაპონიიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაფინანსებით ხორციელდება.

პოპულარულები