LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ოგბაიძე: „ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი საშიშ კონფლიქტურ წერტილს წარმოადგენს”

103

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი მომეტებული რისკის შემცველია და სწრაფ ჩარევას საჭიროებს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მისი განცხადებით, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი საშიშ კონფლიქტურ წერტილს წარმოადგენს და თუკი პრობლემა დროულად არ მოგვარდება ამ გზაზე ავარიების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.

”ეს არის ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მონაკვეთი.

ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, რა ადგილზე მოხდა ის საზარელი ავარია, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მაგრამ კონკრეტულად ეს ადგილი წარმოადგენს მომეტებული რისკის ადგილს.

თუ დააკვირდებით, ამ ადგილზე სრულდება ცალმხრივი მოძრაობა და ძალიან მოკლე მონაკვეთში (ისე რომ ავტომობილი ვერ ასწრებს სისწრაფის ,,დაგდებას”) დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან.

ეს წარმოადგენს საშიშ კონფლიქტურ წერტილს და საჭიროებს სწრაფ ჩარევას, წინააღმდეგ შემთხევაში მაგ ადგილზე ავარიების რაოდენობის ზრდა გარდუვალია სამწუხაროდ”, – წერს შალვა ოგბაიძე.

13709892_1015461811907102_90217493856746153_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები