LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორიგი მამაკაცი ანჯელინას ფერხთით“ – ჯოლისა და რიჩარდ მედენის უახლესი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

15417
252891656-260123286076327-4835752703204086046-n

„მარველის“ „მარადიულებში“ ანჯელინა ჯოლის პარტნიორობას „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი რიჩარდ მედენი უწევს. ჩვენ უკვე წითელი ხალიჩიდან არაერთი ფოტო ვიხილეთ. მედიაც აქტიურად ალაპარაკდა მათ შორის განსაკუთრებულ კავშირზე.

„როგორ უხდებიან ერთმანეთს“ – წითელ ხალიჩაზე ანჯელინა ჯოლისა და რიჩარდ მედენს შორის „ქიმიური ქარიშხალი“ დატრიალდა

ახლახან ინტერნეტსივრცეში უახლესი ფოტოები გავრცელდა. ისინი ბევრს იცინიან, ერთ-ერთ ფოტოში კი რიჩარდი ჯოლის კაბასაც კი უსწორებს. მათ აშკარად განსაკუთრებული კავშირი აქვთ.

„მორიგი მამაკაცი ანჯელინას ფერხთით“, „როგორ უხდებიან ერთმანეთს“, „განსაკუთრებული ქიმია შეინიშნება“, – წერენ კომენტარებში.

რატომაც არა, ახლა 46 წლის ანჯელინა თავისუფალია, ხშირად იწერება ენჯისა და მისი ყოფილი ქმრის, ჯონი ლი მილერის განახლებული რომანზე, ასევე ჯოლი The Weeknd-თან ვახშმობის დროს გადაიღეს, დაგვეთანხმებით, რომ შესაძლო ვარიანტებს შორის 35 წლის რიჩარდ მედენი ანჯელინას ყველაზე მეტად შეეფერება.

ორ მამაკაცს ერთდროულად ხვდება? – ანჯელინა ჯოლიმ The Weeknd „უიქენდებზე“ შემოიტოვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები