ლოს-ანჯელესში, „მარველის“ „მარადიულების“ გრანდიოზული პრემიერის შემდეგ, ფილმის ჩვენება რომში შედგა. ბუნებრივია, პრემიერა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის, ანჯელინა ჯოლის გარეშე ვერ ჩაივლიდა. მსახიობი წითელ ხალიჩაზე „ვერსაჩეს“ ვერცხლისფერი კაბით გამოჩნდა და ყველა დაჩრდილა.
ანჯელინა ჯოლი წითელ ხალიჩაზე ხელოვნების ნიმუშს ჰგავს – ვარსკვლავი „ვერსაჩეს“კაბაში
ცნობისთვის, ანჯელინა სუპერგმირის, ტენას როლს ასრულებს, რომელსაც განსაკუთრებული უნარი აქვს, მას შეუძლია კოსმოსური ენერგიისგან იარაღი შექმნას.
მას პარტნიორობას „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, 35 წლის რიჩარდ მედენი უწევს. სწორედ ისინი მოხვდნენ საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში. წითელ ხალიჩაზე მსახიობები ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ და გამუდმებით იცინოდნენ. ბუნებრივია, აღნიშნულმა სანახაობამ, ახალ ჭორებს დაუდო საფუძველი.
„როგორ უხდებიან ერთმანეთს“, „ქიმიური ქარიშხალი დაატრიალეს“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ანჯელინას „რალფ ლოურენის“ შავი, სხეულზე მომდგარი კაბა ამშვენებდა.