ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა. ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა, რეკორდსმენმა, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა 200 და 210 კილოგრამი დაძლია და ატაცში გამარჯვების ავტორი გახდა.
ლაშა ტალახაძემ მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება მსოფლიო ჩემპიონატისთვის გადადო.
აკვრაში ტალახაძემ 225 და 227 კგ დაიმორჩილა, ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა და მესამე მისვლაზე უარი განაცხადა. ორჭიდი 257 კგ.
ატაცში ასევე ბრწყინვალედ იასპარეზა ირაკლი თურმანიძემაც. ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა (185, 190, 192) და ვერცხლის მედალს დაეუფლა.