Colliers International Georgia-ს კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივლისში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,978 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა, 2019 წლის ივლისთან შედარებით.
აღნიშნულ თემას ეხმაურება საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი. ის „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ძველ პროექტებში ტრანზაქციების ზრდა იმის მანიშნებელია, რომ მოსახლეობას ფინანსურად იმაზე მეტად გაუჭირდა, ვიდრე ეს აქამდე იყო.
„ალბათ, ძველი ბინები ახალშენებულებზე უფრო იაფია, გაზრდილი მოთხოვნაც დიდი ალბათობით ამიტომაა. ძველი რომ ახალს არ სჯობს, ეს ხომ ყველამ იცის, ალბათ ახალს ვერ ყიდულობენ,“ – აცხადებს როსტომაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.