„კატასტროფული მდგომარეობის წინაშე არის მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც გადაადგილება შეწყვეტილია, დიდთოვლობის გამო. შესაბამისად, მოსახლეობას აქვს ძალიან რეალური პრობლემა ელემენტარულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე”- ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებზე საუბრობს.
მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ცხინვალში, სადაც მოსახლეობას საკვების პრობლემები შეექმნა.
„კატასტროფული მდგომარეობის წინაშე არის მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც გადაადგილება შეწყვეტილია, დიდთოვლობის გამო. შესაბამისად, მოსახლეობას აქვს ძალიან რეალური პრობლემა ელემენტარულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე. მათ შორის, საკვებზე წვდომის, ბავშვის საკვებზე. არანაირი გამართლება არა აქვს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას, თითქოსდა, არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით იმიტომ, რომ სიტუაცია არ არის ეპიდემიური,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
3 კვირაზე მეტია, როკის გვირაბი და ენგურის ხიდი დაკეტილი. მიზეზად კი გრიპის ეპიდემია სახელდება.