LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას ენდობა – „ქართულ ოცნებას“ 23%, “ნაციონალურ მოძრაობას” კი 7% უჭერს მხარს: NDI

106
qarTuli ocneba 33

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემებით, კითხვაზე, რომელიც პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.

ამასთან, გამოკითხულთა 7 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 40 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის, 14 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 8 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის, 7 პროცენტი კი სხვა პარტიებს ასახელებს.

ამასთან, ამავე გამოკითხვის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 20% მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 პროცენტი, სხვა პარტიებს კი 9 პროცენტი.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევები დღეს გამოქვეყნდა, საველე სამუშაოები ჩატარებულია  17-24 თებერვალს. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g