LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოსახლეობის 69,4% სამხედრო ნეიტრალიტეტს, 75,8% კი რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს” – ინაშვილი პუტინს ღია წერილით მიმართავს

128
1

“მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რაზეც მოწმობს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა”, – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია “პატრიოტთა ალიანსისა” და რამდენიმე ორგანიზაციის ერთობლივ წერილში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტს უგზავნიან.

რუსეთის ლანძღვა-გინება, განსაკუთრებით ახლა, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, მოგვიტანს მხოლოდ უბედურებას: ირმა ინაშვილი

წერილის ამსახველი ხელმოწერილი ფოტოები რუსულ ენაზე “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. მედიასაშუალებებმა კი ის ქართულ ენაზე თარგმნეს:

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!

მიიღეთ ჩვენი პატივისცემა თქვენდამი და ნება მოგვეცით, რომ გამოვხატოთ მადლიერება ჩვენს წინა წერილზე თქვენი დადებითი გამოხმაურებისთვის.

ნება მოგვეცით, გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული სისტემის გამოწვევასთან დაკავშირებით, რასაც მოწმობს მოვლენები ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიაში, სირიაში, ავღანეთში, კავკასიაში, ყაზახეთში და, რა თქმა უნდა, უკრაინაში.

გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის შენებას, რომელიც სამართლიანობასა და მხარეების ინტერესების ორმხრივ პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო და უკრაინაა, ჩვენი აზრით, ფუძემდებელი მიდგომა სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა იყოს.

ჩვენ მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რასაც მოწმობს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ უთმობს ტერიტორიას ნატოს სამხედრო წვრთნებს, რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის გამოწვევა.

ასევე, მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ საქართველო დიდი ხანია მოცულია უცხოური ორგანიზაციების ქსელისგან, რომლებიც ცრუ კვლევებს ატარებენ და ხატავენ ნატოში სწრაფვის საყოველთაო სურვილს.

ყველაზე მასშტაბური სოციოლოგიური გამოკითხვა 2020 წელს “პატრიოტთა ალიანსმა” ჩაატარა და 1,2 მილიონი ადამიანი გამოკითხა, 900 000 პირთან კი აუდიოინტერვიუ ჩაწერა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა – მოსახლეობის 69,4% სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მომხრეა, 75,8 %-ს კი რუსეთთან დიალოგის დაწყებას ემხრობა”, – აღნიშნულია წერილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები